მარ
17
2012გაბიონების უპირატესობა
სიმყარე – კონსტრუქციებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ გარე დატვირთვას განუწყვეტლივ. გაბიონური კონსტრუქციები შთანთქავენ შესაძლო ნიადაგის დაწევას ნაგებობების დაშლის გარეშე. არასტაბილური გრუნტის და მეწყერულ ზონებში ეს თვისება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი.
გამძლეობა – უჟანგავი მავთულის ორმაგი გრეხვით დამზადებულ ჩვენს კონსტრუქციებს აქვს ცვალებადი წყვეტილი დატვირთვა 3500-დან 5000 კგ-მდე გრძივ მეტრზე, ამიტომ გაბიონების კონსტრუქციებს შეუძლია გაუძლო ნებისმიერ დატვირთვას.
გამტარიანობა – გაბიონური კონსტრუქციების მაღალი გამტარიანობა გამორიცხავს ჰიდროსტატიკური დატვირთვების გაჩენას. სიმყარე და წყლის დაწრეტვა ხდიან მას იდეალურს ფერდობების დასაცავად ეროზიისაგან.
ხანგრძლივობა – გაბიონური კონსტრუქციების ეფექტურობა იზრდება, ის არ იკლებს. დროთა განმავლობაში ხდება ნატანი გრუნტის შემჭიდროება და გაბიონების ამოვსების შედეგად იწყება მცენარეების აღმოცენება მის ზედაპირზე, ე.ი გაბიონები ხდებიან ბუნებისათვის მეგობრული სამშენებლო ბლოკები.
ეკონომიურობა – ჩვენი კონსტრუქციები არის უფრო ეკონომიური, ვიდრე უხეში, მაგარი ან ნახევრად უხეში კონსტრუქციები. იმიტომ რომ მაღ გააჩნია შემდეგი უპირატესობა: ექსპლუატაციისათვის გაწეული მცირე ხარჯები, მარტივი კონსტრუქციები არ ითხოვს კვალიფიცირებულ მუშა ხელს მონტაჟისათვის და არ საჭიროებს სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად.
ეკოლოგიურობა – იმის გამო, რომ გაბიონური კონსტრუქციები არ უშლის ხელს მცენარეების ზრდას და ერწყმის გარემოს, ისინი წარმოადგენენ ბუნებრივ სამშენებლო ბლოკების ლანჩაფტების გასალამაზებლად.